logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: ვურჩევდი ყველა პოლიტიკოსს, ნუ აჰყვებიან იაფფასიან სპეკულაციებს
- +

9 ივნისი. 2021. 15:12

 

 

ირაკლი ღარიბაშვილი: ვურჩევდი ყველა პოლიტიკოსს, ნუ აჰყვებიან იაფფასიან სპეკულაციებს

 

 

„არავითარი ცვლილება არ იგეგმება. შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს ირაკლი კობახიძესთან. ჩვენ ვმეგობრობთ. დღეს როგორც არის შეკრული „ქართული ოცნების“ გუნდი, ასეთი არ ყოფილა ალბათ 2012-2013 წლის შემდეგ. შესაბამისად, სპეკულაციები მომდინარეობს დაშლილი, დაქუცმაცებული, დეგრადირებული ოპოზიციისგან“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 

ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკოსებს ურჩევს, არ აყვნენ სპეკულაციებს.

 

„ვურჩევდი ყველა პოლიტიკოსს, მათ შორის ახალბედა პოლიტიკოსებს, ვისაც პრეტენზია აქვს და ვინც უნდა დაამტკიცოს თავისი ქმედებით, საქციელით, რომ რაღაცის შეცვლა, რაღაცის შემოთავაზება შეუძლია მოსახლეობისთვის, ნუ აჰყვებიან ამ რაღაც იაფფასიან სპეკულაციებს, რომლებიც მომდინარეობს დაშლილი „ნაცმოძრაობისგან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი