logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: ირაკლი კობახიძესთან ვმეგობრობ!
- +

9 ივნისი. 2021. 15:42

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ინფორმაცია თითქოს ის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძეს შეცვლის, არის ტყუილი.

 

„არავითარი ცვლილება არ იგეგმება. მე მაქვს შესანიშნავი ურთიერთობა ირაკლი კობახიძესთან, ჩვენ ვმეგობრობთ. დღეს როგორი შეკრული გუნდიც გვაქვს, ასეთი არ ყოფილა ალბათ 2012-2013 წლების შემდეგ. შესაბამისად, ეს სპეკულაციები მომდინარეობს დაშლილი, დაქუცმაცებული, დეგრადირებული ოპოზიციისგან. მე ვურჩევდი ყველა პოლიტიკოსს, მათ შორის ახალბედებს, ნუ აჰყვებიან ამ იაფფასიან სპეკულაციებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner big_banner
არქივი