logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა დაარქვა ყველაფერს თავისი სახელი, მათ შორის გახარიას ქმედებას
- +

9 ივნისი. 2021. 15:42

 

 

„ჩვენ არჩევნებზე გავალთ ძალიან ძლიერად, ყველა ოპოზიციონერმა იცის, რომ ყველა მუნიციპალიტეტს დამაჯერებლად მოვიგებთ. არათუ 43 პროცენტს, არამედ 53 პროცენტს ველოდებით“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადების საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც, დღევანდელ მთავრობას ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ლეგიტიმაციის პრობლემა სწორედ გახარიას განცხადებას აქვს.

 

„მე ახლა ორიენტირებული ვარ საქმის კეთებაზე. არ მინდა სხვების ნეპოტიზმსა და კორუფციაზე საუბარი. ამ განცხადებას აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა, საფუძველი არ არსებობს. ჩვენ არჩევნებზე გავალთ ძალიან ძლიერად. ყველა ოპოზიციონერმა იცის, რომ ყველა მუნიციპალიტეტს დამაჯერებლად მოვიგებთ. არათუ 43 პროცენტს, არამედ 53 პროცენტს ველოდებით. ეს გადაეცით ყველას. ნებისმიერი ადამიანის ქმედებას ექნება შესაბამისი შეფასება. გიორგი გახარია იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დროს იყო ბიზნესომბუდსმენი, შემდეგ დაინიშნა ეკონომიკის, შს მინისტრად, უსაფრთხოების საბჭოს მდივნად. შემდეგ იყო პრემიერი და ჩვენ ვიხილეთ უპრეცედენტო ნაბიჯი მისი მხრიდან. ალბათ, მსოფლიო ანალოგი არ მოიპოვება, როცა პრემიერი გადადგა იმის გამო, რომ კანონი არ აღსრულებულიყო. მინდა მარტივი შედარება გავაკეთო, ნებისმიერ ოპერაციას თან ახლავს რისკები. ინფორმაცია გვქონდა, იქ არავითარი შეიარაღებული დაპირისპირება არ იგეგმებოდა. იქ იყვნენ ჟურნალისტები, პოლიტიკოსები. მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, მის ქმედებას დაერქვა სახელი, კრიზისის დროს მას უნდა აეღო პასუხისმგებლობა. ჩვენ საქმიანობას თან ახლავს პასუხისმგებლობა. ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა სრულყოფილი შეფასება და მან დაარქვა ყველაფერს თავისი სახელი, მათ შორის გახარიას ქმედებას. შესაბამისად, დამატებით ვერაფერს ვიტყვი. მინდა, ამ ადამიანს ვუსურვო წარმატება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი