logo_geo
ირაკლი კობახიძე: ამნისტიის კანონი ჩვენი ინტერესი საერთოდ არ იყო
- +

15 ივნისი. 2021. 00:53

 

 

„ამნისტიის კანონის გამოცემა საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივა იყო“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ  განაცხადა.

 

„ამნისტიის კანონი ჩვენი ინტერესი საერთოდ არ იყო არანაირი ფორმით, თუმცა ჩაიწერა შარლ მიშელის შეთანხმებაში. საერთაშორისო პარტნიორები არა მარტო მიუთითებდნენ ჩანაწერზე, არამედ მის მიზანზეც, რომ ეს ფურცელი უნდა გადაშლილიყო და დახურულიყო. ეს იყო მათი მიზანი და ჩვენ მივყვებით ახლა მათ მიზანს. ვიმეორებ, საერთოდ არ გვინდოდა ამნისტიის კანონი არანაირი ფორმით, ეს იყო საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივა, ჩაიწერა და შესაბამისად ვიღებთ ამ კანონს და მივყვებით შარლ მიშელის დოკუმენტს და არც იქით და არც აქეთ ამ კანონის მიმართ ინტერესი არ გვქონია“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

 

right_banner big_banner
არქივი