logo_geo
ემზარ კვიციანი ბოკერიას: საითაც ნადირივით სარეკი მომიწყვეთ, იქეთ მოვხვდი მეც
- +

27 ნოემბერი. 2016. 21:55


 

„პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ემზარ კვიციანმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის" წევრს გიგა ბოკერიას  მიმართა:


„მინდა ჩვენს „პატივცემულ" ნაციონალურ მოძრაობას გავცე პასუხი, რაც ძალიან აინტერესებთ: როგორ მოვხვდი მე რუსეთში აფხაზეთის გავლით: საითაც ნადირივით სარეკი მომიწყეთ, იქით მოვხვდი მე და მინდა გაგახსენოთ, ბატონ გიგა ბოკერიას 1991 წელი და პრეზიდენტის დამხობა, სად იყავით თქვენ მაშინ? პირადად მაშინ გნახეთ და შეგხვდით , როცა გამომატრიალეთ მანქანით „ივერიასთან" ავტომატით ხელში, 2001 წელი პარლამენტში სადაც თქვენ საშვით არ იყავით შემოსული, 2002 წელი: დესანტი როცა გადმოისხა ხეობაში თქვენ დესანტი გადმოსხით უჯარმაში ჩემს სახლზე და ამიბუნტეთ ხალხი იმისთვის, რომ მე ყურადღება გადამეტანა უჯარმაზე და და არ წავსულიყავი და არ გამეგდო დესანტი კოდორის ხეობიდან! 2006 წელი: კოდორის ხეობაში უკანონოდ ჯარების გადაყვანა: როგორ გაიარეთ ორი რუსული პოსტი, რატომ გაგატარეს თქვენ და რატომ გვაწვალებდნენ ჩვენ როცა ფქვილები მიგვქონდა ჰუმანიტარული დახმარება კოდორის ხეობაში?! ყოველ მანქანას ჩამოგვაცლევინებდნენ იარაღი ხომ არ მიგვქონდა კოდორის ხეობაში! იმიტომ რომ მე დავუშვი რუსული საშვები რუსეთთან? და აი ამიტომ: თავი დაანებეთ თითის შვერას პრორუსულობაზე და მეორე: მთავარი: 2007 წლის მარტი კოდორის ხეობაში, სოფელ ჩხალთაში დაცხრილული სკოლა, მეორე დღე: როცა თქვენ ჩანიშნული გაქვთ და როცა უნდა გამოხვიდეთ თქვენ და გივი თარგამაძე მასმედიაში და უნდა დააბრალოთ ემზარ კვიციანს, ამ დროს ემზარ კვიციანმა მოასწრო დილით შეატყობინა საქართველოში რომ მე არაფერ შუაში ვარ, მოდიან ჩემთან რუსეთში და ამის გამო მექმნება პრობლემები, რატომ დაემთხვა ეს ბატონო გიგა ბოკერია მათი და თქვენი აზრი ერთმანეთს? და თქვენ მერე ჩაშალეთ ეს ბრიფინგი, იმიტომ რომ კვიციანმა არ აიღო თავის თავზე. თუ დამიმატებთ დროს ძალიან ბევრს მოგფხანთ კიდევ გულს, მაგრამ: მასმედიით კიდევ ბევრ რამეს გაიგებთ!"- განაცხადა კვიციანმა პარლამენტში.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი