logo_geo
არჩილ თალაკვაძე „ნაცმოძრაობას“: თქვენ არც ომი იცით და არც მშვიდობა
- +

22 ივნისი. 2021. 16:08

 

 

დღეს პარლამენტში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მორიგი ურთიერთბრალდებების მიზეზი ის რეზოლუცია გახდა, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ევროსაბჭოს ეგიდით შეიქმნა.

 

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე არჩილ თალაკვაძემ, „ნაციონალურ მოძრაობა“ ქვეყნის საზიანო პოლიტიკურ განცხადებებში დაადანაშაულა.

 

„თქვენი საკუთარი ქვეყანა ევროპაში დაადანაშაულეთ პრაქტიკულად ომის დაწყებაში და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში. რა თავს იმართლებთ ახლა და საერთოდ რა გაქვთ ამაზე თავის სამართლებელი. ბოდიში მოიხადეთ ერთხელ და სამუდამოდ ნორმალურად და დაანებეთ ამ თემას. არ არის ეს თქვენი ძლიერი მხარე, არც ომი იცით და არც მშვიდობა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner big_banner
არქივი