logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი „ნაცმოძრაობას“: თქვენ არავითარი შანსი არ გაქვთ ხელისუფლებაში დაბრუნების, ტყუილად კარგავთ დროს, დროა, დაისვენოთ
- +

25 ივნისი. 2021. 23:54

 

„თქვენ არავითარი შანსი არ გაქვთ ხელისუფლებაში დაბრუნების. ტყუილად კარგავთ დროს. დროა, რომ დაისვენოთ“, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს.

 

მთავრობის მეთაურმა დეპუტატ დევი ჭანკოტაძის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ქართველი სამხედროები ცხინვალში მიხეილ სააკაშვილმა მიატოვა.

 

„ბატონმა სააკაშვილმა მიატოვა ჩვენი სამხედროები და მისმა გაუმართავმა მენეჯმენტმა. როგორ იმართა ყველაზე დიდი კრიზისი - ომი, ნათლად გამოჩნდა. იყო სრული ქაოსი. ვინც მართავდნენ, ის გმირი სამხედროები, როგორ დაიწყეს თავიდან, გავიდნენ თითქმის ბოლოში, აიღეს ცხინვალი და ა.შ. როდესაც ჩაერთო პოლიტიკური ხელმძღვანელობა, არ მინდა ამაზე ღიად ვილაპარაკო, თქვენ სამხედრო ხართ და კარგად მოგეხსენებათ, ჩვენ ეს ვიცით, ამის შემდეგ გაფუჭდა სიტუაცია.

 

მე იმას არ ვამბობ, რომ ჩვენ რუსეთის არმიას დავამარცხებდით, მაგრამ ის ქაოსი, უბედურება და განუკითხაობა, რაც ხდებოდა ომში, იყო სწორედ სააკაშვილის და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა. ერთს შეგახსენებთ - 9 აგვისტო, უშიშროების საბჭოს სხდომა და ვხედავთ, ალბათ არაფხიზელ მდგომარეობაში, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ მყოფ სამარცხვინო ადამიანს, რომელიც ღლიცინებდა მაშინ, როდესაც ჩვენი გმირი სამხედროები იქ იღუპებოდნენ. ხმას ნუ იღებთ, ფაქტებს შეგახსენებთ. ყველას კარგად გვახსოვს. ეს არის სიმართლე. უბედურებაა, რომ თქვენ 8 წელი ჩვენი ქვეყნის განვითარებას საფრთხეს უქმნით. თქვე, თქვენი ძალა ხართ საფრთხე ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს.

 

big_banner
არქივი