logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: წელს ეკონომიკის ზრდა 7,7% იქნება
- +

5 ივლისი. 2021. 11:28

 

„წლევანდელი პროგნოზი შეგვეცვალა და წელს ეკონომიკის ზრდა, როგორც ფინანსთა მინისტრმა წარმოადგინა, იქნება 7,7%,“ - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, 4 თვის წინ ეკონომიკის გახსნამ ბიზნესსა და ზოგადად ქვეყანაში პოზიტიური მოლოდინები გააჩინა. შესაბამისად, მათი წლევანდელი საპროგნოზო მაჩვენებელი შეიცვალა.

 

„ჩვენ გვქონდა უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა, 45%-ის ფარგლებში. მაისში - 25-%-იანი, რამაც განაპირობა ის, რომ წლევანდელი პროგნოზი შეგვეცვალა და წელს ეკონომიკის ზრდა, როგორც ფინანსთა მინისტრმა წარმოადგინა, იქნება 7,7%, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი - 57,2 მლრდ ლარი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

right_banner big_banner
არქივი