logo_geo
ირაკლი კობახიძე: რამდენი პოლიციელი უნდა გამოსულიყო, რომ ეს სიტუაცია ემართა?!
- +

5 ივლისი. 2021. 15:59

 

„რამდენი პოლიციელი უნდა გამოსულიყო, რომ ეს სიტუაცია ემართა?! გახსოვთ ათასი კაცი უტევდა პარლამენტის შენობას და იქაც კი ჭირდა რეაგირება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.

 

იგი დღევანდელ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თბილისში რისი შესაძლებლობაც იყო, პოლიცია მაქსიმალურად იყო მობილიზებული.

 

„აქციის მონაწილეთა რაოდენობა იყო ძალიან დიდი და ეს მოსალოდნელი იყო. სწორედ ამის გამო კეთდებოდა გაფრთხილებები. ობიექტური მიზეზების გამო გაჭირდა ყველა ძალადობრივ ფაქტზე რეაგირება. ეს იყო ძალიან რთული.

 

რამდენი პოლიციელი უნდა გამოსულიყო, რომ ეს სიტუაცია ემართა?! გახსოვთ ათასი კაცი უტევდა პარლამენტის შენობას და იქაც კი ჭირდა რეაგირება. ბუნებრივია, როდესაც მასაზეა საუბარი იქ რეაგირება რთულია, მით უმეტეს ასეთ დროს, როდესაც ადამიანები ძალიან დიდი რაოდენობით არიან გამოსული. ბუნებრივია, ასეთ დროს რეაგირება რთულია და შესაბამისად ობიექტური სირთულე ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს.

 

როდესაც ადამიანებს აფრთხილებს იმ რისკებთან დაკავშირებით, ეს არის ისეთი ზომა, რომელიც პრევენციას ემსახურება და ამას სხვაგვარი განმარტება ვერ ექნება. რისი შესაძლებლობაც იყო თბილისში, მაქსიმალურად იყო მობილიზებული პოლიცია. თუმცა, როდესაც ამ რაოდენობის მასა გამოდის და როდესაც გარკვეული აგრესიაა პროტესტის მონაწილეებს შორის, ბუნებრივია, ობიექტური მდგომარეობის გამო ვითარების მართვა რთულია“, - განაცხადა კობახიძემ.

 

big_banner
არქივი