logo_geo
ირაკლი კობახიძე: როგორც ძალადობას, ასევე ეკლესიის მტრობას არავითარი გამართლება არ აქვს
- +

5 ივლისი. 2021. 15:59

 

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, როგორც არავითარი გამართლება არ აქვს ძალადობას, ასევე არავითარი გამართლება არ აქვს ეკლესიის მტრობას.

 

მისი თქმით, ეკლესიის მტრობა არის ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი და დამოკიდებულება.

 

„როგორც არავითარი გამართლება არ აქვს ადამიანებზე, ჟურნალისტებზე ძალადობას, ასევე არავითარი გამართლება არ აქვს ეკლესიის მტრობას, რასაც ჩვენ ვხედავთ მათ შორის ბერძენიშვილისა და სხვა ადამიანების მხრიდან, რომლებიც ამ პროვოკაციის უკან იდგნენ. აქედან გამომდინარე, ჩვენი რეაქცია არის ცალსახა, ეკლესიის მტრობა არის ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი და დამოკიდებულება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

big_banner
არქივი