logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემთვის ყოვლად მიუღებელია ის ძალადობა, რომელიც გუშინ ვიხილეთ - ძალადობის ჩამდენი ყველა პირი დაისჯება
- +

6 ივლისი. 2021. 12:11

 

 

„ჩემთვის ყოვლად მიუღებელია ის ძალადობა, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. მინდა, საჯაროდ დავგმო ეს ფაქტი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, შსს აქტიურად მუშაობს და ყველა პირი, რომელმაც იძალადა, დაისჯება.

 

„კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც გუშინ მოხდა. ჟურნალისტებზე ძალადობა, რა თქმა უნდა, არის მიუღებელი და ეს დასაგმობია. პოლიცია ძალიან აქტიურად მუშაობს - დღეს დილით 3 პირი დააკავეს, გუშინაც დააკავეს რამდენიმე პირი ადმინისტრაციული წესით. მოხდება ყველას იდენტიფიცირება და ძალადობის ჩამდენი ყველა პირი დაისჯება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

5 ივლისს, აგრესიულად განწყოფილი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ არაერთი მედიასაშუალების თანამშრომლებს. ამასთან, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები „პრაიდის“ ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ, დაიკავეს აივანი, ჩამოხსნეს ლგბტ თემის შვიდფერიანი დროშა და საქართველოს დროშა აღმართეს. მოგვიანებით, „სირცხვილიას“ ოფისს ბოთლები და სამშენებლო ფილები დაუშინეს.

 

 

big_banner
არქივი