logo_geo
ოლივერ ვარჰეი: მახარებს ის ფაქტი, რომ დღეს პარლამენტში მივედი და ევროკავშირის დროშა კვლავ ფრიალებს
- +

7 ივლისი. 2021. 16:44

 

„საარჩევნო კუთხით ცვლილებები მახარებს და ასევე მინდა ვიხილო წინსვლა სასამართლო რეფორმის მიმართულებით და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებით,“ - ამის შესახებ ევროკავშირის კომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

ის თბილისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება რომ გაერთიანდეს, შეიკრიბოს და თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება.

 

„მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც გუშინ და გუშინ წინ მოხდა თბილისში. ჩვენ ეს საკითხი პრემიერ-მინისტრთან ერთად განვიხილეთ და ახლა მისი სახელითაც ვსაუბრობ. მიმაჩნია, რომ არ არსებობს ძალადობის სივრცე, ძალადობიდან არაფერი არ იშვება.

 

გამოხატვის თავისუფლება, რომელიც არ იქნება შეზღუდული ძალადობით ან რაიმე სახით დისკრიმინაციით, აი ეს უნდა არსებობდეს ქვეყანაში. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება რომ გაერთიანდეს, შეიკრიბოს და თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება. ამიტომ ჩვენ გვინდა რომ ყველამ სცეს პატივი ამ თავისუფლებას. ამიტომ გვინდა ვიხილოთ როგორ განხორციელდება მოვლენები და პროცესები, რა თქმა უნდა მახარებს ის ფაქტიც, რომ დღეს პარლამენტში მივედი და ევროკავშირის დროშა კვლავ ფრიალებს იმ ადგილას სადაც უნდა ყოფილიყო“, - განაცხადა ევროკომისარმა.

 

big_banner
არქივი