logo_geo
ალუდა ღუდუშაური: ვინც ამბობს, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს, ამას პოლიტიკური კეკლუცობაც აღარ ჰქვია
- +

8 ივლისი. 2021. 13:51

 

 

„ვინც ამბობს, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს, ამას პოლიტიკური კეკლუცობაც აღარ ჰქვია, ამას ჰქვია საკუთარი თავის მასხრად აგდება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, პოლიტიკოსებმა სახელმწიფოს ხსენებისას წითელი ხაზები არ უნდა გადაკვეთონ.

 

„ვინც ამბობს, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს, ამას პოლიტიკური კეკლუცობაც აღარ ჰქვია, ამას ჰქვია საკუთარი თავის მასხრად აგდება. თავი შეიკავონ, როცა სახელმწიფოს ახსენებენ, ცოტა მეტად მოზომილები იყვნენ და ეს არ არის ის საკითხი, რომელზეც ასე ხელაღებით შეიძლება ისაუბრონ. დიდი ხანია, ეს პოლიტიკოსები გასული არიან მომსახურების ზონიდან და ჩვენი საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან, მაგრამ მე მინდა, რომ დაბრუნდნენ და იმ წითელ ხაზებს ნუ გადაკვეთენ, სადაც სახელმწიფოს ახსენებენ”, – განაცხადა ღუდუშაურმა.

 

 

right_banner big_banner
არქივი