logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს: დღეს თბილისში გავხსნით მაჰათმა განდის ძეგლს, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება ჩვენი პატივისცემისა და მეგობრობისა
- +

10 ივლისი. 2021. 14:27

 

 

„დღეს თბილისში გავხსნით მაჰათმა განდის ძეგლს, რომელიც, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება ჩვენი პატივისცემისა და მეგობრობისა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველომ, ასევე, 2018-2020 წლებში არაერთი ღონისძიებით აღნიშნა მაჰათმა განდის 150-წლისთავი.

 

„მინდა აღვნიშნო, რომ რომ საქართველო იმ ქვეყანათა რიგშია, რომელმაც 2018-2020 წლებში არაერთი ღონისძიებით აღნიშნა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი, გენიალური მოაზროვნის, უდიდესი ფიგურის და საზოგადო მოღვაწის, მაჰათმა განდის 150 წლისთავი. დღეს თბილისში გავხსნით მაჰათმა განდის ძეგლს, რომელიც კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება ჩვენი პატივისცემისა და მეგობრობისა,“- აღნიშნა პრემიერმა.

 

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი საქართველოს პირველად სტუმრობს.

 

 

big_banner
არქივი