logo_geo
შალვა პაპუაშვილი: ძალიან სამწუხარო მოვლენაა, როცა მედიამენეჯერები პირდაპირ პოლიტიკაში გადაიჭრნენ
- +

13 ივლისი. 2021. 15:46

 

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ მედიამენეჯერები პირდაპირ პოლიტიკაში გადაეშვნენ.

 

მისი თქმით, 20 ადამიანია დაკავებული, მათ შორის არიან ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა პირის მიმართ ძალადობაზე აქვთ ბრალი წაყენებული.

 

„ძალიან სამწუხარო მოვლენაა, როცა მედიამენეჯერები პირდაპირ პოლიტიკაში გადაიჭრნენ. ეს არის პოლიტიკაში შებიჯება, რაცა აქამდეც ვიცოდით რომ ასე იყო. ის რაც 5 ივლისს მოხდა ჟურნალისტების წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, მიუღებელია. 20 ადამიანია დაკავებული, მათ შორის არიან ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა პირის მიმართ ძალადობაზე აქვთ ბრალი წაყენებული, ანუ, რამდენიმე ასეთი ძალადობა აქვთ ჩადენილი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

big_banner
არქივი