logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს: ძალადობის ყველა ფაქტს, რომელიც თქვენ მიმართ, თქვენ წინააღმდეგ ჩაიდინეს, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოვიძიებთ და ყველას სათანადოდ დავსჯით
- +

17 ივლისი. 2021. 12:29

 

„ძალადობის ყველა ფაქტს, რომელიც თქვენ მიმართ, თქვენ წინააღმდეგ ჩაიდინეს, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოვიძიებთ და ყველას სათანადოდ დავსჯით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა 5-6 ივლისის მოვლენებზე დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ორი დღის განმავლობაში პოლიციამ 120 ადამიანი დააკავა.

 

„ძალიან ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ. მინდა, გავაერთიანო და გამოვკვეთო 5-6 ივლისის მოვლენები. პოლიციამ მაღალ დონეზე იმუშავა. ამ ორი დღის განმავლობაში, ჩვენ დავაკავეთ 120 ადამიანი. 6 ივლისს 100 ადამიანი იყო დაკავებული და ძალადობის ფაქტებზე - 22 ადამიანის. ყველა ძალადობის ფაქტს, რომელიც იყო ჩადენილი თქვენს მიმართ, თქვენს წინააღმდეგ, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოვიძიებთ და ყველას დავსჯით სათანადოდ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

„თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 16 ივლისის მონაცემებით, ბრალი 24 პირს წარედგინა. საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 41 პირი, მათ შორის, 35 ჟურნალისტი და ოპერატორი.

 

right_banner big_banner
არქივი