logo_geo
პრემიერი: ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს და ვართ გამორჩეული ვარსკვლავი, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის - ჩვენი მიღწეული რეფორმებით, საქმეებით
- +

17 ივლისი. 2021. 12:30

 

„ჩვენ ვართ სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს და ვართ გამორჩეული ვარსკვლავი, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, ჩვენი მიღწეული რეფორმებით, საქმეებით - გამჭვირვალობის, კორუფციასთან ბრძოლის, მედიათავისუფლების, სასამართლოს კუთხით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ეროვნული ინტერესების გატარება და ჩვენი ქვეყნის ინტერესები.

 

„ჩვენ გვაქვს ყველაზე მოწინავე პოზიციები. თუ რაიმე კრიტიკული მოსაზრება არსებობს, ამას მოვისმენთ. რა თქმა უნდა, გვექნება დისკუსია, გავუზიარებთ ერთმანეთს მოსაზრებებს, მაგრამ ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ჩვენი ეროვნული ინტერესების გატარება და ჩვენი ქვეყნის ინტერესები“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

 

big_banner
არქივი