logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: ყოველი არჩევნები არის განმსაზღვრელი ჩვენი შვილების მომავლის
- +

20 ივლისი. 2021. 20:44

 

 

“ჩვენ ყველას კარგად გვესმის, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს, რომელიც არის განმსაზღვრელი ჩვენი ქვეყნის შემდგომი სტაბილური განვითარების. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი არჩევნები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში”, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთაწმინდაზე, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის დასახელების ღონისძიებაზე  განაცხადა.

 

„ყოველი არჩევნები არის განმსაზღვრელი ჩვენი შვილების მომავლის. არჩევნებში მონაწილეობით ჩვენი თითოეული მოქალაქე დება თანამონაწილე ჩვენი აწმყოსი და მომავლის. ამიტომ, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს, რომელიც არის განმსაზღვრელი ჩვენი ქვეყნის შემდგომი სტაბილური განვითარების. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი არჩევნები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

 

ჩვენს ოპონენტებსა და დაპირისპირებულ მხარეს, სამწუხაროდ, ჩვენდა საუბედუროდ, არ აქვთ რეალური დღის წესრიგი. მათი მთავარი ამოცანა ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაცია, მუდმივი არეულობა და ქაოსია. ჩვენი ხელწერა, „ქართული ოცნების“ არის მშვიდობის, განვითარების, სტაბილურობის ხელწერა. ამის ნათელი მაგალითია, ის მასშტაბური სამუშაოები, რომელიც დედაქალაქში ჩვენი გუნდის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ლიდერმა კახა კალაძემ განახორციელა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

პრემიერ-მინისტრმა კახა კალაძე დაახასიათა და მის წარმატებებზე ისაუბრა. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ კახა კალაძეს სპორტში თუ სხვადასხვა თანამდებობაზე ყოფნისას წარმატება და მნიშვნელოვანი პროგრესი ჰქონდა. მისი წარმატებები კი უკავშირდება მუხლჩაუხრელ შრომას. ღარიბაშვილის თქმით, მან საკუთარი საქმით დაამტკიცა, რომ წარმატებული დედაქალაქის მერია. კალაძემ წარადგინა შემდგომი ხედვა, რომელიც ეხება ტრანსპორტს, გამწვანებასა და სხვა პროექტებს, რომელიც დედაქალაქის სამომავლო განვითარებისთვის შეიქმნა.

 

 

right_banner big_banner
არქივი