logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: მე მჯერა, რომ ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს
- +

20 ივლისი. 2021. 21:02

 

 

„მე მჯერა, რომ ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს”, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის წარდგენისას განაცხადა.

 

„მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობის თაობაზე. ჩვენ, მთავარი, რაც უნდა შევახსენოთ ჩვენს მოქალაქეებს, არის შემდეგი, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი უალტერნატივო პოლიტიკური ძალა ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც შეუძლია, როგორც მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარება და ჩვენი მოქალაქეებისთვის რეალური კეთილდღეობის უზრუნველყოფა. მე მჯერა, რომ, როგორც დედაქალაქში, რომლიც კანდიდატიც არის უალტერნატივო, ასევე ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ეს იქნება გარანტი ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარების“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner big_banner
არქივი