logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: დედაქალაქსა და ყველა მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ - კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არავითარი დღის წესრიგი არ გააჩნია, გარდა ერთისა - რომ ქვეყანაში მუდმივი ქაოსი და დესტაბილიზაცია იყოს
- +

23 ივლისი. 2021. 12:00

 

„მთელი ის სიყალბე, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ვიხილეთ, მხოლოდ ვიწროპარტიული ინტერესების გატარებისთვისაა ორგანიზებული“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, მმართველი გუნდის კანდიდატებს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ალტერნატივა არ ჰყავთ.

 

„თბილისში, არცერთ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, ჩვენს კანდიდატს არ ეყოლება ალტერნატივა. დედაქალაქსა და ყველა მუნიციპალიტეტში, ყველგან დამაჯერებლად გავიმარჯვებთ. კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არავითარი დღის წესრიგი არ გააჩნია, გარდა ერთისა - რომ ქვეყანაში მუდმივი ქაოსი და დესტაბილიზაცია იყოს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

„ნაციონალური მოძრაობა“, რამდენიმე პარტიასთან ერთად, თბილისის მერობის კანდიდატად ნიკა მელიას დაასახელებს. „ქართულმა ოცნებამ“ კი თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა.

 

right_banner big_banner
არქივი