logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: სამწუხაროდ, ტელევიზიები პარტიული ორგანიზაციების დანაყოფებად გარდაიქმნენ
- +

23 ივლისი. 2021. 12:12

 

„სამწუხაროდ, ტელევიზიები პარტიული ორგანიზაციების დანაყოფებად გარდაიქმნენ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, მთელი ის, რაც ბოლო პერიოდში ხდება, არის მხოლოდ ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებისთვის ორგანიზებული.

 

„ეს სიყალბე და ეს ძალადობა უნდა დაასრულოთ თქვენ. მე ველაპარაკები ამ შემთხვევაში იმ ადამიანებს, ვინც არიან თქვენი მმართველები. სამწუხაროდ, ტელევიზიები გარდაიქმნენ პარტიული ორგანიზაციების დანაყოფებად. მთელი ის სიყალბე, რაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვიხილეთ, არის მხოლოდ და მხოლოდ ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებისთვის ორგანიზებული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

right_banner big_banner
არქივი