logo_geo
გურამ მაჭარაშვილი: არ ვიცი, მერამდენედ უნდა შევიდეს ნიკა მელია წაგებულ თამაშში
- +

23 ივლისი. 2021. 14:00

 

„არ ვიცი, მერამდენედ უნდა შევიდეს ნიკა მელია წაგებულ თამაშში - შეიძლება ეს მისი გადაწყვეტილება არც იყო და მისმა ხელმძღვანელმა გადაწყვიტა,“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც ოპოზიციის ნაწილის მიერ ნიკა მელიას თბილისის მერობის კანდიდატად შესაძლო დასახელებას გამოეხმაურა.

 

მაჭარაშვილის თქმით, თავად ოპოზიციაც აღიარებს, რომ კახა კალაძე მერობის ძლიერი კანდიდატია.

 

„მგონი თავად ოპიზიციამ დაადასტურა, რომ საერთო კანდიდატი არ ეყოლებათ, შეიძლება ჰყავდეთ კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს რამდენიმე პარტია.

 

რაც შეეხება ნიკა მელიას, არ ვიცი, მერამდენედ უნდა შევიდეს წაგებულ თამაშში. შეიძლება ეს მისი გადაწყვეტილება არც იყო და მისმა ხელმძღვანელმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რადგან ჩვენ გვახსოვს მისი სიტყვები, რომ არ აპირებდა მერობის კანდიდატად თავის პიროვნების დასახელებას, თუმცა, ეს მისი გადასაწყვეტია.

 

ჩვენ ვიცით, რომ კახა კალაძეს აქვს საკმაო რესურსი, გამოცდილება და საზოგადოების მხარდაჭერა, თავად ოპოზიციაც აღიარებს, რომ ძლიერი კანდიდატია კახა კალაძე, ასე რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ შეაფასებს იმას, თუ როგორი კანდიდატი ჰყავს „ქართულ ოცნებას", პოლიტიკურად აქტიური და მეურნე ადამიანი, რომელიც ზრუნავს ქალაქზე და კონკრეტული ხედვა აქვს, რა უნდა გააკეთოს მომავალი 4 წლის განმავლობაში", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

big_banner
არქივი