logo_geo
იაპონიასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ კონვენცია ძალაში შევიდა
- +

26 ივლისი. 2021. 13:56

 

აპონიასთან ძალაში შევიდა „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების აღკვეთის შესახებ“ კონვენციის განახლებული ტექსტი.

 

აღსანიშნავია, რომ „საქართველოსა და იაპონიას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების აღკვეთის შესახებ“ კონვენციის გაფორმება მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოსა და იაპონიას შორის ურთიერთობებში, ვინაიდან ახალმა ტექსტმა ჩაანაცვლა ყოფილ საბჭოთა კავშირსა და იაპონიას შორის მანამდე მოქმედი 1986 წლის საგადასახადო შეთანხმება.

ახალი კონვენცია ეფუძნება შემოსავლებსა და კაპიტალზე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 2017 წლის სამოდელო საგადასახადო კონვენციით გათვალისწინებულ საერთაშორისო სტანდარტებს და მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას.

 

ამ დროისთვის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმება ძალაშია 57 ქვეყანასთან.

 

big_banner
არქივი