logo_geo
მამუკა მდინარაძე ხატია დეკანოიძეს: თეა წულუკიანის საქციელს არ ვგმობ - როგორ შეიძლება, ნიკა გვარამიას დედის გინება ეპატიოს, ამას არ აღნიშნავდეთ და ათჯერ ნაკლებს შენიშნავდეთ?
- +

26 ივლისი. 2021. 13:57

 

„თეა წულუკიანის საქციელს არ ვგმობ. შეიძლება, სუბიექტურიც ვიყო, მაგრამ ეს იყო პოლიტიკური აქტი. თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ეს იყო მიკროფონის, სხვისი ნივთის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მაშინ, ძარცვა იქნება, მაგრამ ვერ იქნება ძარცვა. არ შეიძლება, თეა წულუკიანს ჰქონოდა ამ ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი, როგორც თქვენ და თქვენი ტელევიზია ხალხს ატყუებთ“, - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებას.

 

იქამდე, ხატია დეკანოიძემ, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი „მთავარი“ არხის ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევის გამო გააკრიტიკა.

 

„როგორ შეიძლება, რაღაც უფლებები იყოს მხოლოდ ცალ მხარეს, და მეორე მხარეს - არა? რადგან ხელისუფლებაში ხარ, როგორ შეიძლება არ გქონდეს რაღაცის უფლება, რომელიც აქვს მაინცდამაინც „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორ შეიძლება, ნიკა გვარამიას დედის გინება ეპატიოს, ამას არ აღნიშნავდეთ და შენიშნავდეთ ათჯერ ნაკლებს, ან - იგივეს, ოღონდ, ამ შემთხვევაში სამართლიანად. მაქვს თქვენი ტელევიზიის ხელმძღვანელის მიერ გამოტანილი, საბჭოთა უნიფორმებში გამოწყობილი ჩვენი თანაგუნდელების ფოტოები. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ამაზე დიდი შეურაცხყოფა ადამიანისთვის არ არსებობს. ამ ხალხს შვილები და მშობლები არ ჰყავს? არის თუ არა ეს უმძიმესი შეურაცხყოფა? გმობთ თუ არა თქვენი ტელევიზიის ხელმძღვანელის ამ საქციელს?“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

22 ივნისს სენაკის თეატრში განათლების მინისტრმა თეა წულუკიანმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა.

 

„მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ 23 ივლისს თეა წულუკიანის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურას მიმართა. გვარამია მომხდარზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

 

right_banner big_banner
არქივი