logo_geo
მიხეილ სარჯველაძე: დიდი არეულობაა ახლა ოპოზიციის რიგებში
- +

29 ივლისი. 2021. 17:58

 

 

„ვფიქრობ, რომ უფრო ალოგიკურია, მაგალითად, ცალკეული პარტიების მხრიდან, რომ ლიდერი გადის პარლამენტიდან, დანარჩენები რჩებიან და ეს რას ემსახურება, საერთოდ გაუგებარია,“ - ასე შეაფასა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ, ნიკა მელიას მიერ პარლამენტის დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.

 

მისი თქმით, დიდი არეულობაა ახლა ოპოზიციაში რიგებში.

 

„ის, რომ გარკვეული დისონანსი შეიტანა ოპოზიციის გადაწყვეტილებებში შეთანხმების ანულირებამ, ვფიქრობ, ცხადია და აქედან გამომდინარე მათი აღელვება და დამოკიდებულებები, რასაც ვხედავთ, მოსალოდნელი იყო. ალბათ, მომავალშიც იქნება გარკვეული განსხვავებები, რაც გარკვეულ კონფლიქტებსაც შექმნის ოპოზიციის რიგებში. არ იქნება ერთგვაროვანი დამოკიდებულებები და იქნება განსხვავებული მოსაზრებები. გუშინ პირველი რეაქციები, ერთმანეთის დაყოლიების მცდელობები იყო, რომ ან ყველა უნდა გავიდეთ, ან არავინ და ა.შ. შემდეგ შეიცვალა ეს სტრატეგია. ახლა, ვფიქრობ, რომ უფრო ალოგიკურია ცალკეული პარტიების მხრიდან, რომ ლიდერი პარლამენტიდან, დანარჩენები რჩებიან და ეს რას ემსახურება, საერთოდ გაუგებარია. მოკლედ, დიდი არეულობაა ახლა ოპოზიციის რიგებში, რაც, რა თქმა უნდა, არ არის კარგი, მაგრამ ალბათ, უკეთესია იმისთვის, რომ პროცესები სწორ კალაპოტში მოექცეს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

right_banner big_banner
არქივი