logo_geo
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკა მათ შორის არაღიარების პოლიტიკის კუთხით
- +

3 აგვისტო. 2021. 02:59

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, მუდმივად ჰქონდეს მყარი პოზიციები არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით.

 

„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკა ამ თვალსაზრისით, მათ შორის არაღიარების კუთხით. პარლამენტიც არის უშუალოდ ჩართული არაღიარების პოლიტიკის განხორციელებაში. ჩვენი ამოცანაა, ბუნებრივია, მუდმივად გვქონდეს მყარი პოზიციები ამ თვალსაზრისით, დანარჩენი, ბევრი რამ არის დამოკიდებული, ბუნებრივია, გლობალურ პოლიტიკაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner big_banner
არქივი