logo_geo
კახა კალაძემ საარჩევნო შტაბი გახსნა
- +

5 აგვისტო. 2021. 20:36

 

 

„დღეს წინასაარჩევნო პროცესისთვის, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი და რიგითი ღონისძიებაა-იხსნება საარჩევნო შტაბი. თუმცა, მერწმუნეთ, პირადად ჩემთვის, ჩემი გუნდისთვის, ჩვენი მხარდამჭერებისთვის დღევანდელი დღე უმნიშვნელოვანესია“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თავისი საარჩევნო შტაბის გახნის ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე თქმით,  საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შტაბში ნებისმიერ მოქალაქეს მისვლისა და საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება ექნება.

 

„ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველა პროექტი, რომელიც ბოლო წლებში განხორციელდა, ჩვენი მოსახლეობის დიდი მხარდაჭერის შედეგია. იყო გამოწვევები, იყო პრობლემები, რასაც მარტო ვერ დავძლევდით. ჩვენ ერთად ვებრძოდით ყველა პრობლემას. ერთად ვიყავით მაშინაც როდესაც უხილავი მტრის გამოჩენით მიღებული დარტყმა შოკისმომგვრელი იყო არა მხოლოდ თბილისისთვის ან საქართველოსთვის, მთელი მსოფლიოსთვის.

 

გავა დრო და პანდემია დავიწყებას მიეცემა, მაგრამ არასდროს დამავიწყდება ის დიდი თანადგომა და სოლიდარობა, რისი მოწმენიც ყველანი ვიყავით-ბიზნესის მხარდაჭერა; სრული მობილიზაცია; მაღაზიებში საკუთარი ოჯახისთვის ნაყიდი პროდუქტის და ნივთების დატოვება უცნობი ადამიანებისთვის; მოხალისეებად ქცეული ჩვენი საამაყო ახალგაზრდები, რათა მარტოხელა მოხუცებისთვის, სოციალურად დაუცველ პატარებისთვის, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, შემოსავლის გარეშე დარჩენილ ადამიანებისთვის მიგვეწოდებია საკვები და ჰიგიენის საშუალებები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

big_banner
არქივი