logo_geo
კახა კალაძე: მჯერა, კიდევ ბევრჯერ იტყვიან, მე ამ ქალაქში ვნახე ყველაფერი!
- +

5 აგვისტო. 2021. 21:19

 

 

„მჯერა, კიდევ ბევრჯერ იტყვიან, მე ამ ქალაქში ვნახე ყველაფერი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საარჩევნო შტაბის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, საარჩევნო შტაბის წარმატებაზე დამოკიდებულია არა მხოლოდ მისი, როგორც კანდიდატის გამარჯვება, არამედ ამ ქალაქში მცხოვრები ძალიან ბევრი ადამიანის იმედები.

 

„წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენს საარჩევნო შტაბს, რაზეც დამოკიდებულია არა მხოლოდ ჩემი, როგორც კანდიდატის გამარჯვება, არამედ ამ ქალაქში მცხოვრები ძალიან ბევრი ადამიანის იმედები.

რაც მთავარია, მინდა წარმატება ვუსურვო თბილისს, ქალაქს, რომელიც თავად ირჩევდა და ირჩევს წესებს, სადაც ქალაქელობა ნიშნავს გიყვარდეს, გაუფრთხილდე და პატივი სცე, სადაც კარგად იციან გულწრფელობისა და ერთგულების ფასი. მჯერა, კიდევ ბევრჯერ იტყვიან, მე ამ ქალაქში ვნახე ყველაფერი! წინ საერთო გამარჯვებისკენ. თბილისი კვლავ გაიმარჯვებს. მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

big_banner
არქივი