logo_geo
ნათია თურნავა: გვაქვს ამბიცია, რომ არა მხოლოდ უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტებით, არამედ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისითაც, სამაგალითო არჩევნები ჩავატაროთ
- +

9 აგვისტო. 2021. 13:44

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ 2 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დემოკრატიული სტანდარტების დაცვითა და უსაფრთხო ეპიდგარემოში ჩატარდეს.

 

„გვაქვს ამბიცია, რომ არა მხოლოდ უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტებით, არამედ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისითაც, სამაგალითო არჩევნები ჩავატაროთ. ჩვენ ამას შევძლებთ, რადგან თვითშეგნებაც და ჩვენი მონდომებაც მაღალია. თქვენ მოისმინეთ, რომ საარჩევნო კომისიებში ვინც ჩაერთვებიან, მაქსიმალურად იქნებიან აცრილები. იმისთვის, რომ ეს არჩვენებამდე მოესწროს, ყველაფერი გვაქვს - ვაქცინები, აცრის პუნქტების გაზრდის შესაძლებლობა და მონდომება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

 

 

right_banner big_banner
არქივი