logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი ელჩებს: მადლობა, რომ აქტიურად იყავით ჩართულები ვაქცინების მოძიების საქმეში
- +

9 აგვისტო. 2021. 15:53

 

 

მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე, დიპლომატიურ კორპუსსა და საგარეო საქმეთა უწყებას, წარმატებული საქმიანობისთვის, მადლობა გადაუხადა.

 

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თქვენ ყველას, ძვირფასო ელჩებო, პატივცემულო თანამშრომლებო, მინდა, გულწრფელად, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ერთგული სამსახურისთვის. თქვენ მართლაც ემსახურებით და იმაზე მეტს აკეთებთ, ვიდრე თქვენ გევალებათ. მე რამდენიმე სიტყვით გავიხსენებ კოვიდპანდემიის დროს თქვენს უშუალო ჩართულობას; როგორ ემსახურებოდით ჩვენს მოქალაქეებს საზღვარგარეთ, როგორ აქტიურად იყავით ჩართულები თუნდაც ვაქცინების მოძიების საქმეში და ის წარმატებული კონტრაქტები, რომელიც ჩვენ პირდაპირ გავაფორმეთ მომწოდებლებთან, არის უდავოდ თქვენი დამსახურებაც. ასე რომ, კიდევ ერთხელ, მადლობას გიხდით. მე მინდა ბატონ დავითსა და მის გუნდს მადლობა გადავუხადო წარმატებული საქმიანობისთვის და გისურვოთ შემდგომი წარმატებები”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი