logo_geo
გიორგი ვოლსკი: „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში დარჩენას განიხილავს დამატებით მექანიზმად, რომ დესტაბილიზაცია გაღრმავდეს
- +

9 აგვისტო. 2021. 17:17

 

 

„სამწუხაროდ, ჩვენმა ოპონენტებმა ულტიმატუმის ენით საუბარი და მოთხოვნა არჩიეს ზოგადად პარლამენტში მუშაობის ჩვეულებრივ რეჟიმს. ეს არის მიუღებელი. როგორი პროცენტი იქნება, რამდენი ფრაქცია იქნება შედგენილი, რამდენი დეპუტატია საჭირო, ამ თემებზე საუბარი და არგუმენტების მოყვანაა საჭირო, ეს არის ნორმალური პროცესი,“ – ამის შესახებ პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

მისი თქმით, ოპოზიციასთან აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

 

„ასე წინასწარ ვერ გეტყვით ამ განხილვების დროს, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ საბოლოოდ. ოპოზიციასთან კონსულტაციები არის, ამ კონსულტაციების პასუხი მოისმინეთ, რომ თუ არ იქნება ისე, როგორც მათ მიაჩნიათ საჭიროდ, ეს არ შედგება და არ მოხდება. არანორმალური, არაჯანსაღი პოლიტიკური რეჟიმია. მომხრე ვარ კონსულტაციებისაც, სახალხო განხილვებსაც თავისი დადებითი ბევრი აქვს, ბევრ საკითხს ისმენს ადამიანი, როდესაც სახალხო განხილვაზე გამოგაქვს ესა თუ ის აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილება, ასე რომ კარგი პრაქტიკა გვქონდა ამის. სამწუხაროა, რომ ახლა ონლაინრეჟიმში იქნება. „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში დარჩენა არ არის განპირობებული მუშაობის საჭიროებით. პარლამენტში დარჩენას ისინი განიხილავენ, როგორც დამატებით მექანიზმს, რათა ეს დესტაბილიზაცია გაღრმავდეს და განვითარდეს. კონსულტაციები საჭიროა, აუცილებელია, მაგრამ განცხადება ერთია, მეორეა მუშაობის პროცესი, რომელშიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ ვხედავთ, არამარტო ამ თემაზე არამედ სხვა ნებისმიერ თემაზე, რომელიც საგანგებო მნიშვნელობის იყო ბოლო პერიოდში“,- განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

big_banner
არქივი