logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: ეს უმძიმესი ომი ვერ აარიდა წინა ხელისუფლებამ ჩვენს მოსახლეობას - ვერ დაიცვა ჩვენი ქვეყანა
- +

9 აგვისტო. 2021. 21:28

 

 

„2012 წელს ქვეყანაში ძალიან რთული ვითარება იყო, ავტორიტარული რეჟიმი პრაქტიკულად არავითარ პერსპექტივას არ უტოვებდა ჩვენს მოსახლეობას, ძალადობა, ტერორი, საკუთარი მოსახლეობის ჩაგვრა - ეს იყო ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთავში, მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პოლიტიკურ ძალას, რომელიც საკუთარი უგუნური პოლიტიკით დაკარგავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებს, არა თუ უბრალოდ არ უნდა ჰქონდეს რაიმე სურვილი, ხელისუფლებაში დაბრუნდეს, არამედ, მას არ აქვს არავითარი მორალური უფლება, დარჩეს პოლიტიკაში.

 

„მე მინდა ზოგადად, კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს მოსახლეობას და ჩვენს ხალხს, თუ სად ვიყავით, სად ვართ და სად გვინდა, რომ ვიყოთ ხვალინდელ დღეს. მოგეხსენებათ, რომ 2012 წელს ძალიან რთული ვითარება იყო ქვეყანაში. ავტორიტარული რეჟიმი პრაქტიკულად არავითარ პერსპექტივას არ უტოვებდა ჩვენს მოსახლეობას. ძალადობა, ტერორი, საკუთარი მოსახლეობის ჩაგვრა- ეს იყო ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი. ამას გარდა, რა თქმა უნდა, ვიხსენებთ რა აგვისტოს მძიმე დღეებს, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, თუ რაოდენ გამოუსწორებელი შედეგები მოიტანა აგვისტოს ომმა. ეს უმძიმესი ომი ვერ აარიდა წინა ხელისუფლებამ ჩვენს მოსახლეობას. ვერ დაიცვა ჩვენი ქვეყანა და მაშასადამე, ვერ დაიცვა ჩვენი ხალხი. შედეგად, ჩვენ მივიღეთ ჩვენი ტერიტორიების 20% -ის ოკუპაცია, ე.წ. აღიარების პოლიტიკა, ათასობით ჩვენი მოქალაქის დევნილობაში გადმოყვანა და რაც მთავარია, ძალიან დიდი მოუშუშებელი ტკივილი, ეს არის ჩვენი გმირი სამხედროების, პოლიციელების, ჩვენი სხვა სამოქალაქო პირების გმირული დაღუპვა ომში. რა თქმა უნდა, ეს იარა არის მოუშუშებელი. ძვირფასო მეგობრებო, ეს მეორეს მხრივ გვახსენებს იმას, თუ როგორი უნდა იყოს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი და ხელისუფლება, რომელიც ვერ იცავს საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს. მე ადრეც მითქვამს და მინდა გავიმეორო, რომ პოლიტიკურ ძალას, მმართველს და ხელისუფლებას, რომელიც საკუთარი უგუნური პოლიტიკით დაკარგავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებს, არა თუ უბრალოდ არ უნდა ჰქონდეს რაიმე სურვილი, ან მოტივაცია, ხელისუფლებაში დაბრუნდეს, არამედ, მას არ აქვს არავითარი მორალური უფლება, დარჩეს პოლიტიკაში“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner big_banner
არქივი