logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: გვერდში დავუდგებით ყველა მუნიციპალიტეტს, ადგილობრივ ხელისუფლებას, დროულად გადავუჭრით ყველა საკითხს, რომელსაც ცენტრალური მთავრობის ჩართულობა დასჭირდება
- +

10 აგვისტო. 2021. 14:50

 

 

„ჩვენ უნდა გავითავისოთ მოსახლეობის თითოეული გასაჭირი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბოლნისში, „ქართული ოცნების“ ბოლნისის მერობის კანდიდატის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მერებმა უნდა შეძლონ და შევიდნენ ყველა სოფელში, ყველა უბანში.

 

„ჩვენ ჯერ კიდევ მაინც ახალბედა დემოკრატია ვართ, ახალგაზრდა სახელმწიფო მას შემდეგ, რაც აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა. ჩვენ უნდა გავითავისოთ მოსახლეობის თითოეული გასაჭირი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მერმაც, მაჟორიტარებმა, ყველამ, საკრებულოს წევრებმა გავითავისოთ ჩვენი მოსახლეობის, თითოეული უბნის, სოფლის გასაჭირი, მივიდეთ ადგილზე, ჩავიდეთ, მოსახლეობას ვესაუბროთ, ოპერატიულად და დროულად გადავუწყვიტოთ პრობლემები. მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, მთავრობის მეთაური, ჩვენ, ცენტრალური მთავრობა, მაქსიმალურად გვერდში დავუდგებით ყველა მუნიციპალიტეტს, ადგილობრივ ხელისუფლებას, დროულად გადავუჭრით ყველა საკითხს, რომელიც საჭიროებს ცენტრალური მთავრობის ჩართულობას. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი. თუ ერთად ვიქნებით და ერთად ვიზრუნებთ ამ პრობლემების მოგვარებაზე, ყველაფერი კარგად იქნება, მეგობრებო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

big_banner
არქივი