logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: ცალკეული ფრაგმენტული განვითარება არ არის საკმარისი - დროში გაწერილი კონკრეტული გეგმები გვაქვს დამუშავებული
- +

10 აგვისტო. 2021. 15:43

 

 

„ბოლო წლების განმავლობაში დმანისში ძალიან ბევრი სკოლის, ბაღის გზის, ხიდის მშენებლობა დასრულდა, მიმდინარეობს გაზგაყვანილობის პროცესი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ჩვენ ახლა უნდა გადავიდეთ მასშტაბური პროექტების განხორციელებაზე,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დმანისში „ქართული ოცნების“ დმანისის მერობის კანდიდატის კობა მურადაშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის, მადლობა მინდა გითხრათ თქვენი ერთგულებისთვის. რომ არა თქვენი ერთგული მხარდაჭერა ჩვენი პარტიისადმი, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნებოდა 7 არჩევნებში ჩვენი გუნდის ძლიერი, დამაჯერებელი და ღირსეული გამარჯვება. დმანისში ამ ულამაზესი რეგიონის, ულამაზესი ადგილის მოსახლეობას სჭირდება მერი. მერი, რომელიც 24 საათის განმავლობაში იზრუნებს ჩვენი მოსახლეობის ყოველდღიური პრობლემის მოგვარებაზე. დმანისს და დმანისის მოსახლეობას ჯერ კიდევ უამრავი პრობლემა აქვს გადასაწყვეტი. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონების მასშტაბით. ამ რეგიონში, მაგალითად, ძალიან ბევრი სკოლის, ბაღის მშენებლობა დასრულდა, ბევრი გზის, ხიდის მშენებლობა დასრულდა, მიმდინარეობს გაზგაყვანილობის პროცესი, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ არის საკმარისი. ჩვენ ახლა უნდა გადავიდეთ მასშტაბური პროექტების განხორციელებაზე. ჩემს წინა გამოსვლაში ვთქვი და მინდა კიდევ გავიმეორო, რომ ცალკეული ფრაგმენტული განვითარება არ არის საკმარისი. სწორედ ამ მიზნით, ახლახანს დავასრულეთ ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი, მასშტაბური განვითარების გეგმაზე მუშაობა. ყველა მიმართულებით ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ. სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ინფრასტრუქტურა, გზები, განათლება, კულტურა, სპორტი, ჯანდაცვა - ყველა ამ მიმართულებით ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ. დროში გაწერილი კონკრეტული გეგმები გვაქვს დამუშავებული”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner big_banner
არქივი