logo_geo
შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიაზე: ეს პარტია არის გარკვეული ბრჭყვიალა ქაღალდი, რომლის შიგთავსი არის ცარიელი
- +

11 აგვისტო. 2021. 12:57

 

 

„გახარიას პარტიას ჰქონდა ის ფუნქცია, რომ დაეზიანებინა „ქართული ოცნება“, რაც პრაქტიკულად ვერ ხორციელდება,“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობების მდივანმა შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, პარტიის ანალიზით, გიორგი გახარიას პარტიის გამო „ქართულ ოცნებას“ სრული პროცენტებიდან 3-4% დროებით დააკლდა.

 

„ჩვენ ამ ამომრჩევლებს უკან დავიბრუნებთ. ასევე ვხედავთ, რომ აღარ არსებობს ის შეთანხმება, რომლის გამოც ეს პარტია შეიქმნა. ამავე დროს რას ვაკვირდებით მთელი ეს პერიოდი. რამე შინაარსობრივი მოვისმინეთ ამ პარტიისგან?! არაფერი! კიდევ ერთხელ ვხედავთ იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ ეს პარტია არის გარკვეული ბრჭყვიალა ქაღალდი, რომლის შიგთავსი არის ცარიელი. ძირითადად ეს არის ზედაპირული საუბარი, მათ შორის შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენება ყოფილი კოლეგების მიმართ, რაც ნამდვილად არ მატებს ღირსებას მათ პარტიას. ისინი გაურბიან ყველანაირად შინაარსზე საუბარს. ახლა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, რამე გაგიგიათ ამ პარტიისგან რამე საჭიროებებზე საუბარი, რაც აქვს ხალხს?! გარდა იმისა, რომ არის საუბარი როგორ დააზიანოს „ქართული ოცნება". ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს გარკვეული ეიფორიული ტალღა, რაც შეიძლება ჰქონდა თავდაპირველად ამ პარტიის გამოჩენას, გადაივლის და საბოლოო ჯამში დარჩება ის ბრჭყვიალა ქაღალდი, იასამნისფრისა და ცისფერის ნაზავი, რომელიც ჩვენ პირველად დავინახეთ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი