logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: არჩევნების გადადების მოთხოვნა შედის გაკოტრებული ოპოზიციის ინტერესებში
- +

26 აგვისტო. 2021. 17:26

 

 

„არჩევნების გადადების მოთხოვნა, რა თქმა უნდა, შედის გაკოტრებული ოპოზიციის ინტერესებში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილში, ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ საერთო პროვოკაციაში ყველა გაერთიანებულია.

 

„იციან, რომ მარცხდებიან. აზრი ეკარგება ბევრს, მათ შორის გახარიას პარტიას უბრალოდ აზრი დაეკარგა და რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობა“, რომელიც არის ყველაზე მთავარი დესტრუქციული, რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი ძალა, მათ ინტერესებში შედის არჩევნების გადადება, რაც, რა თქმა უნდა, არ მოხდება. არჩევნები ჩატარდება და „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

 

right_banner big_banner
არქივი