logo_geo
GORBI-ს კვლევა: დღეს რომ ადგილობრივი არჩევნები ტარდებოდეს, 47,2% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა
- +

31 აგვისტო. 2021. 20:44

 

 

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საერთაშორისო ორგანიზაცია GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 47,2% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა.

 

„ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას მისცემდა გამოკითხულთა 26,8%, ხოლო გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ - 6.9%. დანარჩენი პარტიების ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

 

„პატრიოტთა ალიანსი“ - 3.4%; „ლელო“ - 2,6%; „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 2,4%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 2,1%; „მოქალაქეები“, - 1,6%; „ევროპული საქართველო“ - 1,4%; „ლეიბორისტული პარტია“ - 1,2%; „გირჩი“ - 0,8%; სხვა პარტიები - 3,6%.

 

ივლისის კვლევასთან შედარებით, ელექტორატის განწყობების მიხედვით პოზიციები გაუმჯობესებული აქვთ მხოლოდ „ქართულ ოცნებასა“ და „პატრიოტთა ალიანსს“. სხვა პარტიების შემთხვევაში კი მხარდაჭერის მაჩვენებელი შემცირებულია.

 

 

right_banner big_banner
არქივი