logo_geo
კახა კალაძე: ბედნიერი ვარ, როცა რიგითი მოქალაქეების თვალებში ვხედავ მხარდაჭერას
- +

6 სექტემბერი. 2021. 20:29

 

 

„მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა იმ ნდობისა და მხარდაჭერისთვის, რასაც წლების განმავლობაში თქვენგან ვგრძნობ. მადლობა ყველას იმ გულწრფელი კრიტიკის და შექებისთვის, რომელიც მაძლევდა უფრო მეტ მოტივაციას და ძალას, ჩვენი დედაქალაქის სამსახურში მეტი ენერგია და მოწადინება ჩამედო“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

„მე, ამ ქალაქისთვის არა უბრალოდ კარგი, არამედ ყველაფერი მხოლოდ საუკეთესო მინდა, ეს არის ჩემი ამბიცია, ჩემი როგორც პოლიტიკოსის, როგორც მოქალაქის, როგორც თბილისის სამსახურში მდგომი საჯარო მოსამსახურის მიზანი, გნებავთ გამოწვევა და თქვენგან დაკისრებული ვალდებულება!

 

მე ვარ ბედნიერი, როცა სამუშაო დღის ბოლოს, ვბრუნდები სახლში და ჩემს ოთხ პატარა თბილისელს, ჩემს მეუღლეს ვუყვები, თუ როგორ ჩაიარა მორიგმა სამუშო დღემ, ვუყვები იმ გეგმებზე რასაც ვახორციელებთ მათთვის და თითოეული იმ ადამიანისთვის, ვინც ჩვენს დედაქალაქში ცხოვრობს და მომავალში იცხოვრებს. ბედნიერი ვარ, როცა რიგითი მოქალაქეების თვალებში ვხედავ მხარდაჭერას, მოწონებას და იმედს-რომ ჩვენი თბილისი არა მხოლოდ კარგი, არამდე საუკეთესო ქალაქი იქნება“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

big_banner
არქივი