logo_geo
ლევან იოსელიანი: სააკაშვილმა უარი თქვა იმ ქვეყნის მოქალაქეობაზე, რომლის ქვეყნის ჯარის მთავარსარდალიც იყო, ამით ყველაფერი ნათქვამია!
- +

13 სექტემბერი. 2021. 16:43

 

"მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა იმ ქვეყნის მოქალაქეობაზე, რომლის ქვეყნის ჯარის მთავარსარდალიც იყო, ამით ყველაფერი ნათქვამია", - პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი ჯარისადმი საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვას გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, სააკაშვილი ცდილობს ყველაფერი საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენოს.

 

„საერთოდ, აქვს თუ არა უფლება, ჯარს მიმართოს, ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეობაზე თქვა უარი. სააკაშვილისთვის არ არსებობს ფაქტორი, რომელსაც ის საკუთარი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად არ გამოიყენებს. მისთვის ყველანაირი მოცემულობა მისაღებია და ის ამ თვალსაზრისით კლასიკური მაკიაველისტია“, - განაცხადა იოსელიანმა.

 

მიხეილ სააკაშვილი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომლის ადრესატებიც ქართველი სამხედროები არიან.

big_banner
არქივი