logo_geo
ნინო ლაცაბიძე: ყველას გვინდა გვქონდეს სუფთა ჰაერი - ეს ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა
- +

15 სექტემბერი. 2021. 22:06

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რუსთავის მერობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ, ამომრჩევლებს საარჩევნო პროგრამის მესამე ნაწილი, სახელწოდებით - „რუსთავი მწვანე ქალაქი“ წარუდგინა.

 

"ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ყველას გვინდა გვქონდეს სუფთა ჰაერი. სწორედ ჩვენმა გუნდმა, დღეს წარადგინა ხედვა და გეგმა თუ როგორ აპირებს მუნიციპალიტეტი იყოს ჩართული აქტიურ პროცესებში, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევძლოთ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. ჩვენი გუნდი ჯერჯერობით არის ერთადერთი, რომელსაც აქვს კონკრეტული გეგმა თუ როგორ უნდა მოხდეს ეტაპობრივად ჩვენი ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. დღეს ჩვენ წარვადგინეთ ის პროექტები, რომელზეც სამომავლოდ ვაპირებთ მუშაობას “, - რუსთავის მერობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ.

 

right_banner big_banner
არქივი