logo_geo
მამუკა წოწერია: 2 ოქტომბერი ,,ქართული ოცნების” დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდება
- +

26 სექტემბერი. 2021. 22:46

 

 

 

„ქართული ოცნების“  ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ წინასაარჩევნო შეხვედრა სოფელ კახათში გამართა. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან და პროპორციული სიის წევრებთან ერთად ესწრებოდა. მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე საკუთარი გეგმები და პრიორიტეტები ადგილობრივებს გააცნო, მამუკა წოწერიას განცხადებით, მისი გუნდი კონკურენტებისგან განსხვავებით, ხალხთან ზუგდიდის და მასში შემავალი სოფლების კონკრეტული განვითარების გეგმებით და პროექტებით მიდის.

 

„სოფელ კახათში, მაჟორიტარობის კანდიდატ ოთარ გუგუჩიასთან და პროპორციული სიის რამდენიმე წევრთან ერთად გავმართეთ  შეხვედრა. კიდევ  ერთხელ შევჯერდით სოფელ კახათის პირველად საჭიროებებზე, ასევე კარგი ინფორმაციით მოვედით, მალე დაიწყება  კოსტავას ქუჩის სრული  რეაბილიტაცია. შესაბამისად მოსახლეობა ხედავს განსხვავებას ჩვენ წინასაარჩევნო  კამპანიას, პროექტებსა და პროგრამებს შორის და გამოხატავს აშკარა კეთილგანწყობას ,,ქართული ოცნების”, მისი კანდიდატების მიმართ და დარწმუნებული ვართ, როგორც კახათში, ასევე მთლიანად მუნიციპალიტეტში 2 ოქტომბერი ,,ქართული ოცნების” დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდება“, - განაცხადა მამუკა წოწერიამ.

 

 

big_banner
არქივი