logo_geo
კახა კალაძე: მზად ვართ, ვიყოთ თქვენს და ქალაქის სამსახურში
- +

27 სექტემბერი. 2021. 00:27

 

 

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სოციალური ქსელის ვიდეოჩართვაში დიდუბის რაიონის მოსახლეობას მათი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გივი ჩხარტიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, გამარჯვების შემთხვევაში გივი ჩხარტიშვილი რაიონის სასიკეთოდ არაერთი ცვლილების განხორციელებას შეძლებს.

 

„მინდა დიდუბის რაიონის მოსახლეობას მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. გულწრფელად გეუბნებით, რომ თქვენს მხარდაჭერას უკან კარგი საქმეებით და მასშტაბური პროექტებით დაგიბრუნებთ. მზად ვართ, ვიყოთ თქვენს და ქალაქის სამსახურში. არ დავიღლებით მუშაობით. ამ პროცესში მნიშვნელოვანია გივის მსგავსი ადამიანების ყოლა დედაქალაქის საკრებულოში. მნიშვნელოვანია, საკრებულოში წარმოდგენილი ვიყოთ უმრავლესობით, რომ შევძლოთ სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. ასევე, შევძლოთ ბიუჯეტის დამტკიცება და ყველა იმ პროექტის განხორციელება, რომელზეც ვსაუბრობთ. აქედან გამომდინარე, მინდა, გთხოვოთ, გივი ჩხარტიშვილის მხარდაჭერა, იმისთვის, რომ ერთად განვახორციელოთ ის სასიკეთო და მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, მისი ყველა რაიონისთვის“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

 

გივი ჩხარტიშვილმა დიდუბის რაიონის მოსახლეობას აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა და ამასთან, იმედი გამოთქვა, რომ მოსახლეობა 2 ოქტომბერს სწორ არჩევანს გააკეთებს.

 

„თქვენი თანადგომის იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვარ, 2 ოქტომბერს სწორ არჩევანს გავაკეთებთ უკეთესი თბილისისთვის და იმ პროექტების განსახორციელებლად, რომელიც ჩვენს გუნდს აქვს წარმოდგენილი“, - განაცხადა დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

 

 

right_banner big_banner
არქივი