logo_geo
მამუკა წოწერია: ძალიან მალე შევქმნით ზუგდიდის სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიულ გეგმას
- +

27 სექტემბერი. 2021. 22:29

 

ზუგდიდის მერობის კანდიდიატი მამუკა წოწერია, მაჟორიარი დეპუტატობის კანდიდატთან და პროპორციული სიის წევრებთან ერთად მოცვის მწარმოებელ ფერმერებს შეხვდა.

 

„მადლობა მოცვის მწარმოებლ ფერმერებს, რომ ჩვენთვის ახალი კულტურის მოყვანას მოკიდეს ხელი. შეხვედრას მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ქვარაია და პროპორციული სიის წევრ მერაბ დანელია ესწრებოდნენ,  ეს ხალხი გახლავთ ექსპერტული ცოდნის მატარებელი სოფლის მეურნეობის დარგში.

 

ვისაუბრეთ  მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვებზე, ასევე ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი დარგის სოფლის მეურნეობის განვითარებაზე და დარგში არსებულ გამოწვევებზე. გავცვალეთ ინფორმაცია და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მალე შეიქმნება ზუგდიდის სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომელიც დაეფუძნება, როგორც რაოდენობრივ და ხარისხობრივ ანალიზს, რათა გამოვკვეთოთ სოფლის მეურნეობაში ის მნიშვნელოვანი დარგები, რომელიც უპირატესი მხარდაჭერის ობიექტი იქნება, როგორც მუნიციპალიტეტისგან, ასევე სახელმწიფოს მხრიდან“, - განაცხადა მამუკა წოწერიამ.

 

სახელმწიფო პროგრამა დანერგე მომავლის ქვეკომპონენტის ლურჯი მოცვის პროგარმის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 550 ჰექტარზე მეტ ნაკვეთზე სახელმწიფოს ხელშეწყობით, გაშენებულია მოცვის პლანტაციები.

big_banner
არქივი