logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: სიცრუე და მანიპულაციები დასრულდება 2 ოქტომბერს
- +

28 სექტემბერი. 2021. 00:17

 

„2 ოქტომბერს დამტკიცდება, რომ მორიგი გაყალბებული კვლევაც აღმოჩნდება ტყუილი და ამაზე ჩვენი მოსახლეობა საბოლოო ვერდიქტს კიდევ ერთხელ გამოიტანს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გამოქვეყნებული კვლევის შედეგებზე კომენტირებისას განაცხადა.

 

„მე დღეს უკვე გავაკეთე კომენტარი ამის თაობაზე და ჩვენს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მინდა, შევახსენო, თუ ვინ აკეთებს მაგ კვლევას. ამ კვლევას აკეთებს სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი გამყალბებელი, არჩევნების გამყალბებელი. მე შევახსენე მოსახლეობას, რომ ლევან თარხნიშვილი იყო ცესკო-ს თავმჯდომარე და სწორედ ის იყო არაერთგზის მხილებული ბევრი ადამიანის მხრიდან გაყალბების უმძიმეს ფაქტებზე. შესაბამისად, პასუხი არის ცხადი, რომ თარხნიშვილის მიერ ჩატარებულ კვლევას არავითარი სანდოობა არ გააჩნია. მით უმეტეს, მინდა, მოსახლეობას შევახსენო, რომ ბოლო შვიდ არჩევნებზე ყოველთვის „ედისონ რისერჩის“ და კიდევ ათასი ორგანიზაციის ბრენდულ სახელებს იყენებდა თარხნიშვილის კვლევის ორგანიზაცი, ამით ცდილობდნენ მანიპულაციას და საზოგადოების განწყობების, ასე ვთქვათ, მანიპულირებას.

რა თქმა უნდა, არჩევნებით ყოველთვის მტკიცდებოდა, რომ ეს იყო ტყუილი. შესაბამისად, დასკვნა იქნება შემდეგი: 2 ოქტომბერს დამტკიცდება, რომ მორიგი ასეთი გაყალბებული კვლევაც აღმოჩნდება ტყუილი და ამაზე ქართული საზოგადოება, ჩვენი მოსახლეობა საბოლოო ვერდიქტს კიდევ ერთხელ გამოიტანს. ასე რომ, ყველაფერი კარგად იქნება. ნუ ნერვიულობთ. ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში. ეს სიცრუე და მანიპულაციები დასრულდება 2 ოქტომბერს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი