logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: მიხოს და მის ბანდას არ ეგონოს რომ 2003 წელია!
- +

28 სექტემბერი. 2021. 11:45

 

 

 

„დღეს სახელმწიფო არის ძლიერი - მიხოს და მის ბანდას არ ეგონოს რომ 2003 წელია“, - საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას გამოეხმაურა, სადაც ის საქართველოში ჩამოსვლას აანონსებს.

 

„ეს კაცი 8 წელია იმუქრება, რომ ჩამოვა, მაგრამ ვერ ჩამოდის, რადგან მშიშარაა. მან კარგად იცის, რომ შევა ციხეში. სააკაშვილის ერთადერთი ამოცანა და მისი მიზანი არის ჩვენი ქვეყნის არეულობა, დესტაბილიზაცია და ქაოსის შემოტანა. ერთადერთი მისი მიზანი და სურვილი უკავშირდება ძალაუფლების დაბრუნებას, რაც არის მიუღწეველი ოცნება სააკაშვილისთვის და მისი მკვლელი გუნდისთვის. დღეს სახელმწიფო არის ძლიერი და მიხოს და მის ბანდას არ ეგონოს რომ ეს არის 2003 წელი. ნებისმიერ პროვოკაციაზე ყველა მკაცრად აგებს პასუხს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა: ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და დავიცვა თქვენი ნება, თქვენი ნების გამოხატულება და თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში.

 

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება.

 

 

big_banner
არქივი