logo_geo
კახა კალაძე: მერწმუნეთ, თქვენი ყველა მოსაზრება, თქვენთვის საინტერესო საკითხი იქნება გაანალიზებული და არ დარჩება რეაგირების გარეშე
- +

28 სექტემბერი. 2021. 22:48

 

 

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად, ამავე რაიონის მოსახლეობის შეკითხვებს პასუხობს. მოსახლეობასთან შეხვედრა კვლავ ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს.

 

როგორც კახა კალაძემ საუბრის დასაწყისში აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში, არაერთი პროექტი განხორციელდა, თუმცა, ქალაქში გამოწვევები ჯერ კიდევ რჩება.

 

„გრძელდება ჩვენი ონლაინ შეხვედრები მოსახლეობასთან, რომლის მიზანიც არის ის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს მათთვის მნიშვნელოვანი და პრობლემური თემები მოიტანოს ჩვენამდე. მერწმუნეთ, თქვენი ყველა მოსაზრება, თქვენთვის საინტერესო საკითხი იქნება გაანალიზებული და არ დარჩება რეაგირების გარეშე. რასაკვირველია, ვერ და არ შეგპირდებით, რომ ერთი ხელის მოსმით მოვაგვარებთ ყველა პრობლემას, მაგრამ თქვენთან ერთად, გადაჭრის გზებს დავსახავთ. ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ, თუმცა, ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები. ჩვენ ვართ ერთადერთი გუნდი, რომელსაც აქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ წარმოგვიდგენია ქალაქის განვითარება შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მერობის კანდიდატმა თბილისელებს კიდევ ერთხელ შეახსენა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობა.

 

„ოთხ დღეში ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანი უნდა გავაკეთოთ. მთავარი და უმთავრესი ძალა ხართ თქვენ. ამიტომ, სწორედ თქვენ უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი თბილისის მომავალზე და საკუთარი არჩევანით დაამტკიცოთ, რომ ხმას აძლევთ განვითარებას, წინსვლას, მშვიდობას, სტაბილურობას, კეთილდღეობასა და პროგრესს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

big_banner
არქივი