logo_geo
ნათია თურნავა: ჩვენ არავის მივცემთ ქვეყნის არევის უფლებას
- +

29 სექტემბერი. 2021. 03:00

 

 

„ყველანაირად ცდილობენ მოაწყონ პროვოკაცია, ეს არის პროვოკაციის ნაწილი“ , - ასე გამოეხმაურა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნების საკითხს.

 

"ხელმოცარული ძალაა, ხედავენ რომ ამ არჩევნებში არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ. ყველანაირად ცდილობენ მოაწყონ პროვოკაცია, ეს არის პროვოკაციის ნაწილი. დაიღალა ქართული საზოგადოება, იმის მოსმენით, რომ ჩამოვდივარ, ჩამოვდივარ. ერთადერთი მიზანი არის არეულობის და დისონანსის შემოტანა, ჩვენ არავის მივცემთ ქვეყნის არევის უფლებას. ჩვენ მთავარი ამოცანა არის განვამტკიცოთ მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივა, რომელსაც ჩვენი საზოგადოება გრძნობს და არავინ მისცემს არავის ქვეყნის არეულობის შესაძლებლობას", - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

big_banner
არქივი