logo_geo
ავთანდილ თალაკვაძე: მჯერა, გავიმარჯვებთ 2 ოქტომბერს და დავიწყებთ იმ პროექტების განხორციელებას, რომელსაც საზოგადოება ელოდება
- +

30 სექტემბერი. 2021. 23:47

 

“ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა ავთანდილ თალაკვაძემ, კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ოზურგეთის სოფლებში - მაკვანეთში, ლიხაურსა და დაბა ნასაკირალში გამართა.

მერობის კანდიდატმა შეხვედრებზე საზოგადოებას  გააცნო საარჩევნო პროგრამა, 8 პუნქტიანი გეგმა  და ახალი ინიციატივები ოზურგეთისთვის.

 

„ორთვიანი საარჩევნო კამპანია დავასრულეთ ოზურგეთში. ქალაქის თითოეულ უბანში და სოფლებში გვქონდა პოზიტიური შეხვედრები, სადაც საზოგადოებას წარვუდგინეთ საარჩევნო პროგრამა და 8 პუნქტიანი გეგმა: წყალი - წყლით მომარაგების პრობლემების მოგვარება; ინფრასტრუქტურის განახლება - შიდა გზები, ისტორიული ადგილების რეაბილიტაცია, სკვერები და საზოგადოებრივი სივრცეები, გაზიფიკაცია, კანალიზაცია, გარემოს ადაპტირება; ტრანსპორტი - თანამედროვე სატრანსპორტო სისტემა და ავტობუსები ოზურგეთს; ღირსეული საცხოვრისი - საბინაო პრობლემების მოგვარება;  სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა - 4 ტრადიციული პროდუქტის წარმოების ხელშეწყობა;  სპორტი ყველასათვის - სტადიონები და სპორტული წრეები ახალგაზრდებისთვის; ეკოლოგია და გარემოს დაცვა - ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემა; დასაქმება - ახალი საინვესტიციო პროექტები, სტარტაპები ახალგაზრდებისთვის, პროფესიული განათლება.  მჯერა, გავიმარჯვებთ 2 ოქტომბერს და  დავიწყებთ ამ პროექტების განხორციელებას. მადლობა ჩვენს თანამოქალაქეებს ძლიერი მხარდაჭერისთვის!“, - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

 

 

big_banner
არქივი