logo_geo
კახაბერ ლაბუჩიძემ წინასაარჩევნო შეხვედრები დაასრულა
- +

1 ოქტომბერი. 2021. 02:21

 

 

წინასაარჩევნო შეხვედრები დაასრულა „ქართული ოცნების“ ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახაბერ ლაბუჩიძემ.

 

დეპუტატობის კანდიდატმა კამპანიის ფარგლებში 100-ზე მეტი შეხვედრა გამართა და მოქალაქეებს პირადი და გუნდის სამომავლო გეგმები გააცნო.

 

"წინასაარჩევნოდ 100-ზე მეტი შეხვედრა მქონდა მოსახლეობასთან, უამრავ თემას შევეხეთ, როგორც პირად პრობლემებს, ისე იმ მნიშვნელოვან თემებს, რომელიც მათ უბანს შეეხება. ვფიქრობ 2 ოქტომბერს დამაჯერებლად გავიმარჯვებთ თვითმმართველობის არჩევნებში. ამის თქმის საშუალებას მოსახლეობის კეთილგანწყობა მაძლევს, რასაც შეხვედრების დროს ვგრძნობ", - განაცხადა კახაბერ ლაბუჩიძემ.

 

 

big_banner
არქივი