logo_geo
ვლადიმირ ჟირინოვსკი: შენს გასათავისუფლებად ყველა ზომას მივმართავთ
- +

2 ოქტომბერი. 2021. 00:11

 

რუსეთის პარტია “ლდპრ”-ის ლიდერი მიხეილ სააკაშვილის დაკავებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

 

ვლადიმირ ჟირინოვსკი სააკაშვილის კითხვით მიმართავს, “რატომ ჩახვედი თბილისში? რატომ არ ჩამოხვედი მოსკოვში?”

 

“მიშიკო, რატომ წახვედი თბილისში? მოსკოვში რატომ არ ჩამოხვედი? ჩვენ, ლდპრ-ი, შენს გასათავისუფლებად ყველა ზომას მივმართავთ. იქამდე კი, გამაგრდი. ვიცი, რა კერძი მოაზადა საქართველოს ხელისუფლებამ შენს დასახვედრად: დამპალი თევზის კუდებისგან მომზადებული წვნიანი, მეორეზე – კარტოფილის ნარჩენებისგან მომზადებული პიურე და პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ფხვნილისგან მომზადებული კისელი”, – წერს რუსი პოლიტიკოსი.

right_banner big_banner
არქივი